თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.
მეტრო დაახლოებით 19:45 საათზე ტექნიკური ხარვეზის გამო გაჩერდა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ერთი სადგურიდან საჭირო გახდა ხალხის გამოყვანა, რომლებიც გვირაბის საშუალებით გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მეტროს გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია.