თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი, დროებით, არ მუშაობს. მეტროს გაჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს საბურთალოს ხაზი დაახლოებით, 19:45 საათზე გაჩერდა.
გავრცელებული ცნობით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა და მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად.
წერეთლის სადგურთან ახლოს მდებარე მატარებლიდან მგზავრები გვირაბიდან გამოიყვანეს.
ფოტო: რადიო თავისუფლება