რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება არის დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა ომში და აღნიშნა, რომ ეს არის გზა "სერიოზული პრობლემებისკენ".
„საბოლოოდ, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები ჩართულია ჩვენს წინააღმდეგ ომში და ეს არის მათი უშუალო მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში, მაშინ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიმოქმედოთ ანალოგიურად. ზოგადად ეს არის გზა ძალიან სერიოზული პრობლემებისკენ“, - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი განიხილავს ასიმეტრიულ პასუხს უკრაინაში ზუსტი იარაღის მიწოდებაზე რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის.
„თუ ვინმე შესაძლებლად მიიჩნევს საბრძოლო ზონაში ასეთი იარაღის მიწოდებას, რათა ჩვენს ტერიტორიაზე დაარტყას და პრობლემები შეგვიქმნას, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, საიდანც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების სენსიტიურ სამიზნეებზე, რომლებიც ამას აკეთებენ რუსეთის წინააღმდე. ანუ პასუხი შეიძლება იყოს ასიმეტრიული, ჩვენ ვიფიქრებთ ამაზე. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები იქნება საბოლოო - მათ უკვე მიაღწიეს დეგრადაციის უმაღლეს ხარისხს, მაგრამ ისინი მთლიანად გაანადგურებენ საერთაშორისო ურთიერთობებს და ძირს გმოუთხრიან საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გააუმჯობესებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს. „რა უნდა გავაკეთოთ საპასუხოდ?, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაუმჯობესებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვის სისტემებს“, - თქვა მან.