სოსო ბაბაევის მხარდასაჭერად მოქალაქეებმა გორის პოლიციასთან აქცია გამართეს.
აქტივისტი სოსო ბაბაევი, რომელიც გუშინ დააკავეს, კვლავ იზოლატორში რჩება, ბრალს სავარაუდოდ დღის ბოლომდე წარუდგენენ. ადვოკატის ინფორმაციით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედავებიან ედავებიან. თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების "მაკაროვი" მანქანაში მას სწორედ პოლიციელებმა ჩაუდეს. ადვოკატის თქმითვე ბაბაევი ნაცემია.
მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედავებიან ედავებიან. ბაბაევი ამბობს, რომ "მაკაროვი" მანქანაში მას სწორედ პოლიციელებმა ჩაუდეს.
ბიზნესმენის დედა ცოტა ხნის წინ, გორის პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ბაბაევის დაკავება სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს:
"ჩემი შვილი, სოსო ბაბაევი არის უკანონო პატიმარი იმიტომ, რომ აქტიურობდა ძალიან, პუტინისტი არ იყო, პუტინის წინააღმდეგი, რუსეთის წინააღმდეგი იყო და ეს არ მოეწონათ პუტინისტებს და მაგიტომ ჯერ სახლში შემომივარდნენ, იმდენი ხალხი ტევა არ იყო. გაჩხრიკეს იქაურობა. ვერაფერი ვერ წაიღეს და მანქანაში ჩაუდეს ავტომატი" ამბობს დაკავებულის დედა.
ამასთან, ბაბაევის ცემის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო, გამომძიებელი იზოლატორში ცოტა ხნის წინ იყო შესული.