თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახმად დავუდოღლუს განცხადებით, თურქეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.
ამის შესახებ თურქეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელმა ელჩების მესამე ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
"ევროკავშირში შესვლის იდეა, რომ დაიცვა თურქეთში დიდი გამბედაობა უნდა გქონდეს", - აღნიშნა დავუდოღლუმ, თუმცა აქვე დასძინა, რომ ხელისუფლება არ აპირებს გაჩერებას და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე მუშაობას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გერმანია გამოვიდა.