შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Minuteman III გამოცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო-საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ბალისტიკური რაკეტა არ იყო აღჭურვილი ქობინით.
რაკეტის გაშვება განხორციელდა 4 ივნისს, კალიფორნიაში მდებარე ვანდენბერგის პოლიგონიდან.
გავრცელებული განცხადების თანახმად, რაკეტის გამოცდა არის "რუტინული ძალისხმევის ნაწილი, რომლის მიზანია, აჩვენოს, რომ აშშ-ის ბირთვული შემაკავებელი საშუალებები არის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტური 21-ე საუკუნის საფრთხეების შესაჩერებლად".
ვანდენბერგის ბაზის პრესსამსახურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გამოცდა არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებთან.