სლოვენიის პარლამენტმა პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
სლოვენიის მთავრობის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ 53 დამსწრე პარლამენტის წევრიდან 52-მა დაუჭირა მხარი.
მანამდე, მაისის ბოლოს პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარეს ნორვეგიამ, ესპანეთმა და ირლანდიამ., რომლებმაც ოფიციალურად აღიარეს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო მაისის ბოლოს.
კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციური სლოვენიის დემოკრატიული პარტიის (SDS) თავმჯდომარემ იანეზ იანსამ მოითხოვა რეფერენდუმის ჩატარება პალესტინის აღიარებაზე და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, სლოვენიას ზიანი მიაყენოს გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, 4 ივნისს, დილით SDS-მა რეფერენდუმის წინადადება უკან წაიღო
სლოვენიის მთავრობის მეთაურმა რობერტ გოლობმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას უწოდა "იმედის შუქურა პალესტინელი ხალხისთვის დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში".