ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, 1932-33 წლების გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
რეზოლუციის მიღებას მხარი კომიტეტის 29 წევრმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
კომიტეტმა თავის რეზოლუციაში მოუწოდა ესპანეთის მთავრობას მკაცრად დაგმოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მოითხოვოს ამ სამხედრო აგრესიის დაუყოვნებელი შეწყვეტა, მხარი დაუჭიროს მატერიალური რესურსების, მათ შორის სამხედრო რესურსების, ლოგისტიკური დახმარების, განათლებისა და წვრთნების უზრუნველყოფას, რაც ესპანეთს შეუძლია. ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ლეგიტიმური დაცვა.
გარდა ამისა, რეზოლუცია მოითხოვს უკრაინელი არასრულწლოვნების იძულებითი გადაყვანისა და დეპორტაციის დაგმობას, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას მათ უკრაინაში დასაბრუნებლად.