ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის პარტიამ მოიპოვა.
„ეროვნულ დემოკრატიულ ალიანსს“ ამომრჩევლების ხმათა 38%-ით 543 -ადგილიან პარლამენტში 280 მანდატი აქვს. მთავრობის ფორმირებისთვის პარტიამ ან ალიანსმა უნდა მოიპოვოს 272-ზე მეტი ადგილი პარლამენტში.
73 წლის ნარენდრა მოდი ქვეყანას მესამე ვადით უხელმძღვანელებს.
ამასთან, როგორც მედია წერს, „ეროვნულ დემოკრატიულ ალიანსის“ ლიდერის მოლოდინები 400 ადგილის მოპოვების თაობაზე არ გამართლდა.
მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური არჩევნები ჩატარდა ექვსი კვირის განმავლობაში - 19 აპრილიდან პირველ ივნისამდე პერიოდში, ხმის მიცემის უფლება თითქმის 1 მილიარდ ადამიანს ჰქონდა. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 640 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.