მექსიკაში, მიჩოაკანის შტატის ქალაქ კოტიხის მერი იოლანდა სანჩესი მოკლეს. ეს მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც კლაუდია შეინბაუმი პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.
იოლანდა სანჩესს ქალაქის ცენტრში ჩასაფერება მოუწყეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას 19-ჯერ ესროლეს.
სანჩესი თავდასხმის შემდეგსაავადმყოფოში მალევე გარდაიცვალა. მისი მცველი სროლის დროს დაიღუპა.
ჯერჯერობით დაკავებული არავინაა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ თავდასხმის უკან ერთ-ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დგას.
2021 წლის სექტემბერში თანამდებობის დაკავების შემდეგ, იოლანდა სანჩესმა, რომელიც კოტიხას პირველი ქალი მერი გახდა, მის მიმართ მუქარის შესახებ განაცხადა.
2023 წელს ის სამი დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ შეიარაღებულ პირებს, რომლებმაც ის მეზობელ ხალისკოს შტატში ვიზიტის დროს შეიპყრეს.
პოლიტიკოსის თქმით, გამტაცებლებმა გარკვეული მოთხოვნები წამოაყენეს და მას "ფსიქოლოგიური ტერორი" მოუწყეს.
მიუხედავად იმისა, რომ სანჩესმა თქვა, რომ არ იცოდა, რომელ კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ ისინი, ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ ისინი, სავარაუდოდ, „ხალისკოს ახალი თაობის კარტელის წევრები იყვნენ.
კარტელი ეწევა ნარკოტრაფიკს და იტაცებს ადამიანებს გამოსასყიდის მიზნით. კარტელის წევრები ასევე თავს ესხმიან მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც უარს ამბობენ მათი ბრძანებების შესრულებაზე.
იოლანდა სანჩესმა მაშინ თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც მას თანამდებობის დაკავების შემდეგ ემუქრებოდნენ, მოითხოვდნენ, რომ ქალაქის დაცვა გადაეცა სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებისთვის.
მან უარი თქვა და სამხედროებს სთხოვა ქალაქის გამაგრება. ამ შემთხვევის შემდეგ მერს შეიარაღებული დაცვის თანამშრომლები დაუნიშნეს.
წინა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, ისევე როგორც სხვა, დანაშაულთან ბრძოლის ლოზუნგებით გაიმართა. იმავდროულად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი მექსიკელი პოლიტიკოსი თავად გახდა თავდასხმის მსხვერპლი.
29 მაისს ალფრედო კაბრერა, რომელიც კენჭს იყრიდა ქალაქ კოიუკა დე ბენიტესის მერის პოსტზე წინასაარჩევნო კამპანიის აქციაზე მოკლეს.
როგორც მედია წერს, უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია Integralia-ს ცნობით, კაბრერაზე თავდასხმა იყო კანდიდატის 36-ე მკვლელობა, რომელიც 2024 წლის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოხდა.