აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი ვეღარასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას. მისი აზრით, ამისთვის ნატო-ში გაწევრიანება საჭირო არ არის.
ბაიდენმა ამის შესახებ TIME-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენმა უპასუხა შეკითხვას, როგორ ხედავს მშვიდობას უკრაინაში ომის შემდეგ.
"მშვიდობა იმის უზურუნველყოფაა, რომ რუსეთი ვეღარასდროს, ვეღარასდროს, ვეღარასდროს, ვეღარასდროს შეძლებსუკრაინის ოკუპირებას. ასე გამოიყურება მშვიდობა და ეს არ ნიშნავს ნატო-ს, (რომ) ნატო-ს ნაწილად ყოფნას.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორც სხვა ქვეყნებთან, რომელსაც ჩვენ ვაწვდით იარაღს, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა მომავალში. მაგრამ... მე ვიყავი ის, ვინც ვთქვი, რომ არ ვარ მზად უკრაინის ნატოვიზაციისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.
მან გაიხსენა ის პერიოდი, როცა უკრაინას სენატორისა და ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით ეწვია: "იქ იყო მნიშვნელოვანი კორუფცია. ეს იყო ის გარემოება, რომელიც მართლაც ამძიმებდა ყველაფერს".
თუმცა, მან აღნიშნა, რომ დასავლეთმა არ უნდა დაუშვას უკრაინის დამარცხება, რადგან ეს ნიშნავს არასტაბილურობას რუსეთის, ბალკანეთისა და ბელარუსის საზღვრის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყნისთვის.
ბაიდენმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ ნატო უკრაინის დახმარების გამო რუსეთთან ომის მოლიპულ ფერდობზეა.
„არა, ჩვენ ვიდგებით ომის მოლიპულ ფერდობზე იმ შემთხვევაში თუ არაფერს გავაკეთებთ უკრაინისთვის“, - თქვა მან.