ჩრდილოეთ ისრაელში მასშტაბური ხანძარი უკვე მეორე დღეა მძვინვარებს ლიბანის მხრიდან სარაკეტო და დრონებით თავდასხმების გამო.
ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახური აცხადებს, რომ 30-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი ახლა ებრძვის ხანძარს, რომელიც ჩრდილოეთით მძვინვარებს.
სახანძრო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მოსახლეობას და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ხანძროს ქრობის ოპერაციაში მომაწილეობისას ექვსმა რეზერვისტმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო კვამლის ჩასუნთქვის გამო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.