ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში კიდევ ოთხი მძევალია დაღუპულ ი. მათივე ინფორმაციით, მძევლების ცხედრები ღაზას სექტორში რჩება.
ოთხი გარდაცვლილი - 79 წლის ჰაიმ პერი, 80 წლის იორამ მეცგერი, 84 წლის ამირამ კუპერი და 51 წლის ნადავ პოპლველი - კიბუცებიდან - ნირ ოზიდან და ნირიმიდან გაიტაცეს. დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, ისინი რამდენიმე თვის წინ დაიღუპნენ. მათი გარდაცვალების გარემოებები არ სახელდება.
ჰამასის მებრძოლებს მძევლები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ქალაქ ხან იუნისთან ჰყავდათ დატყვევბული. ორი მათგანის ცოლები - ნურით კუპერი და თამი მეცგერი გაცვლის შედეგად 28 ნოემბერს გაათავისუფლეს.
დეკემბერში ჰამასმა გამოაქვეყნა პერის, კუპერისა და მეცგერის პროპაგანდისტული ვიდეო და მარტში განაცხადა, რომ ისინი სავარაუდოდ დაუღუპნენ ისრაელის საარტილერიო დაბომბვის შედეგად.
ამჟამად ჰამასის ტყვობაში რჩება 120 ადამიანი, მათ შორის ქალები, მოხუცები და ბავშვები. მათგან 41 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. ისრაელის მოთხოვნა მძევლების გათავისუფლების შესახებ ასევე მოიცავს დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებას.