თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებს შვეიცარიაში 15-16 ივნისს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი წარადგენენ .
თეთრი სახლოს განცხადების თანახმად, კამალა ჰარისი შვეიცარიაში ვიზიტის დროს ხაზს გაუსვამს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვალდებულებას „მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც ეფუძნება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გაეროს წესდების პრინციპებს“.
„ვიცე-პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის ხალხის მიმართ, რადგან ისინი თავს იცავენ რუსული აგრესიისგან.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი შეუერთდება ვიცე-პრეზიდენტს, რათა წარმოადგინოს შეერთებული შტატები სამიტზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინა ბოლო წუთამდე იმედოვნებდა, რომ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც იმ დროისთვისკალიფორნიაში გეგმავდა საარჩევნო ღონისძიებებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ ვლადიმირ პუტინი კმაყოფილი იქნება შვეიცარიის სამიტზე ბაიდენის არყოფნით.