2 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე გამართული საქველმოქმედო კონცერტის შედეგად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის შეგროვებული თანხა ამ წუთებში 348 000 ლარს შეადგენს.
"აქცია-კონცერტზე, 3 ივნისის 14 საათისთვის, შეგროვდა 348 000 ლარი". - წერს ჯგუფი წინაპრების ადმინი, სოფიო ხუნწარია
2 ივნისს გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე ქართველმა მუსიკოსებმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის იმღერეს.
ფოტო: ეზ გაბერი