მექსიკის მმართველი კოალიციის კანდიდატმა კლაუდია შეინბაუმმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შეინბაუმმა, რომელიც ადრე მეხიკოს მერად მსახურობდა, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 58,3-დან 60,7 პროცენტამდე მიიღო.
ის, რომ ამ არჩევნებში მექსიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის პარტიის „ეროვნული აღორძინების მოძრაობის“ (MORENA) წარმომადგენელი გაიმარჯვებს, ეგზიტპოლების შედეგებიც ადასტურებს
წინასწარი მონაცემებით, 26,6-დან 28,6 პროცენტამდე ამომრჩეველმა ხმა მისცა შეინბაუმის მთავარ ოპონენტს, ყოფილ სენატორ სოჩიტლ გალვეზს - მემარჯვენე პარტიების ალიანსიდან „ძალა და გული მექსიკისთვის“.
მექსიკის საარჩევნო კომისიის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ შეინბაუმმა ხმების 60 პროცენტი მიიღო, ბიულეტენების ორი პროცენტის დათვლის შემდეგ.
ოფიციალურად, არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელშიც არჩეულ იქნა არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ კონგრესის ქვედა პალატის დეპუტატები, სენატორები, ასევე გუბერნატორები და დედაქალაქის მერი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.