პორტუგალიაში, ავიაბაზაზე საჰაერო შოუს დროს, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა, რის შედეგადაც ესპანელი პილოტი დაიღუპა. იუწყება Reuters.
ავიაშოუ 2 ივნისს გაიმართა ბეჟას საავიაციო ბაზაზე, ლისაბონიდან სამხრეთით 180 კილომეტრში. ინციდენტი მოხდა ჯგუფის აერობატული გამოსვლების დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ ესპანელი და პორტუგალიელი მფრინავები.
საჰაერო ძალების კაპიტანმა პატრიცია ფერნანდესმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავის პილოტი, ესპანეთის მოქალაქე დაიღუპა, მეორე პილოტი კი დაშავდა.
ინციდენტის შემდეგ შემდგომი ღონისძიებები გაუქმდა.