ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი ნელი ომი, ან ნელი ოკუპაციაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი აზრით, მყისიერად გაყინული კონფლიქტი განახლებული ძალით იფეთქებს.
"შესაძლოა, დადგეს მომენტი, რომ ეს ყველაფერი, ამა თუ იმ მიზეზით, გაიყინოს. ოკუპანტი ყოველთვის იპოვის მიზეზს. მას სჭირდება პაუზა ბრძოლის ველზე პოზიციების გასაძლიერებლად. იმის გასაგებად, სად აქვს მას დეფიციტი. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ გვაქვს იგივე დეფიციტი "ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ამაზე", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღიარა, რომ რუსებს მეტი აღჭურვილობა აქვთ, მაგრამ ისინი განიცდიან გამოცდილი სამხედროების, საარტილერიო ჭურვების და რაკეტების ნაკლებობას.
”ეს პაუზა მათ სარგებელს მოუტანს და არა ჩვენ, ისინი გაძლიერდებიან და ამის შემდეგ, როგორც ნორმანდიის შეთანხმებებში იყო, ძალას მოიპოვებენ და შეიძლება წამოაყენონ ულტიმატუმიც - აღიარეთ ყველა ტერიტორია და არ გაერთიანდეთ ალიანსში, დაივიწყეთ ევროინტეგრაცია. ბევრი ასეთი პირობა იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე Reuters-ი იუწყებოდა, რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა მოლაპარაკებას დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის გაყინვისთვის.