ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასის განცხადებით, ყველა მოკავშირე ა უნდა კონცენტრირდეს უკრაინის დახმარებაზე.
კალასი დარწმუნებულია, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გადაერთვება. მისი თქმით, ამის თავიდან ასაცილებლად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1% უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის უნდა გამოყოს.
კალასმა ამის შესახებ ВВС-თან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ესტონეთს არ აქვს გეგმა „ბ“.
„ჩვენ არ გვაქვს გეგმა „ბ" რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, რადგანაც ასეთი გეგმა რომ გვქონდეს, მაშინ შევწყვეტდით კონცენტრირებას ძირითად გეგმაზე, რაც გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის შეჭრის უკუგდებისთვის“, – განაცხადა კაია კალასმა.
ესტონეთის პრემიერის განცხადებით, დასავლეთი პესიმიზმს არ უნდა მიეცეს. მისივე განმარტებით, უკრაინაში გამარჯვება მხოლოდ ტერიტორიას არ ეხება.
„ჩვენ არ უნდა მივეცეთ პესიმიზმს, გამარჯვება მხოლოდ ტერიტორიას არ ეხება, თუკი უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, თუნდაც ტერიტორიის ნაწილის გარეშე, ეს იქნება გამარჯვება, რადგან უკრაინა იქნება ნატო-ს ქოლგის ქვეშ", - განაცხადა კაია კალასმა.