საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 წლის ჩეჩენი დააკავა, რომელიც პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს ტერაქტს გეგმავდა.
სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა კაცი, რომლის სახელიც არ არის მითითებული, აპირებდა ტერაქტის მოწყობას "ისლამისტური მოტივებით" ქალაქ სენტ-ეტიენეში, „ჟოფრუა გიშარის სტადიონზე. თავდასხმის სამიზნეები უნდა ყოფილიყვნენ მაყურებლები და პოლიციელები ფეხბურთის მატჩის დროს.
სავარაუდო დამნაშავე 22 მაისს დააკავეს, ოთხი დღის შემდეგ კი მას ბრალი წაუყენეს, როგორც კრიმინალური ტერორისტული საზოგადოების ხელმძღვანელს. ამის შესახებ იუწყება BFM TV ეროვნულ ანტიტერორისტულ პროკურატურაზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი მშობლებთან ერთად საფრანგეთში 2023 წელს ჩავიდა.