უკრაინამ და ისლანდიამ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმევა სტოკჰოლმში იკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოსლანდიის პრემიერ-მინისტრ ბიარნი ბენედიქტსონს შორის გაფორმდა.
ისლანდიამ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს უკრაინის ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა, ასევე ხელი შეუწყოს მის მომავალ წევრობას ევროკავშირსა და ნატოში.
2024-2028 წლებში ისლანდია უკრაინას ყოველწლიურად გამოუყოფს სულ მცირე 4 მილიარდ კრონს (დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარი).
უკრაინის მხარდაჭერა შეთანხმების მოქმედების განმავლობაში გაგრძელდება.
ისლანდია ასევე მზადაა დააფინანსოს, შეისყიდოს და უკრაინას მიაწოდოს სამხედრო მასალები და აღჭურვილობა. გარდა ამისა, ისლანდია ითანამშრომლებს უკრაინასთან თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების მიზნით.