გასულ ღამეს, კრასნოდარის ოლქში თემრიუკის რაიონში ნავთობბაზაზე ავიაიერიში განხორციელდა. რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით,"დრონების მასიური თავდასხმა" მოიგერიეს.
გუბერნატორის თქმით, ცეცხლი სამ ავზს გაუჩნდა, თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები.
"ხანძარს მიენიჭა სირთულის მაღალი კატეგორია. სამწუხაროდ, ნავთობის საწყობის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დარჩენილი თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა", - განაცხადა კონდრატიევმა.