ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო 34-ვე ბრალდებაში, რომლებიც ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებასა და პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდას უკავშირდებოდა.
მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.
ამ გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.
სასამართლოს გარეთ ტრამპმა რეპორტიორებთან კომენტარი გააკეთა, ვერდიქტს "სამარცხვინო" უწოდა და თქვა, რომ სასამართლო გაყალბებული იყო. მისივე თქმით, ის უდანაშაულოა.
„არაფერი დაგვიშავებია. უდანაშაულო ადამიანი ვარ. ნამდვილ განაჩენს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს. მთელი ჩვენი ქვეყანა ახლა გაყალბებულია. ეს გაკეთდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოპონენტის, პოლიტიკური ოპონენტის დასაზიანებლად“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დენიელსის მტკიცებით, ტრამპთან სექსუალური კავშირის დამალვისთვის 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიისას ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატისგან 130 000 დოლარი მიიღო. ტრამპი უარყოფდა დენიელსთან რამე სექსუალურ კავშირს.
საქმის განხილვა 2018 წელს დაიწყო.