გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი 30 მაისს უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ოდესაში ყოფნისას მან გამოაცხადა ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მომზადების შესახებ.
ამის შესახებ პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას ისაუბრა.
”ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას თავდაცვის ამ კამპანიაში,” - თქვა მან.
პისტორიუსის თქმით, პაკეტში შევა რაკეტები Iris-T SLM-ის ტიპის საშუალო მანძილზე და SLS-ის ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი თავდაცვის სისტემებისთვის.
პაკეტი ასევე მოიცავს დაზვერვის დრონებს, ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს, Marder-ის ტიპის საბრძოლო მანქანებს, საბრძოლო ჯავშანტექნიკას, საზენიტო სისტემებს, რამდენიმე ასეულ სნაიპერულ შაშხანას და მილიონ ტყვიას.
პისტორიუსის თქმით, ასევე განიხილება 2025 წლიდან უკრაინისთვის 18 თვითმავალი ჰაუბიცა, უკრაინელი ტექნიკოსებისთვის კურსების დაფინანსება, სატელიტური კავშრის დაფინანსება და Leopard-ის ტიპის 19 ესპანური ტანკის შეკეთება, რომლებსაც შემდგომ ესპანეთი უკრაინას გადასცემს.