უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ ცდილობს ჩაშალოს მომავალ თვეში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კრემლი ახდენს ზეწოლას ქვეყნებზე, რათა ისინი არ დაესწრონ სამიტს.
ზელენსკის სურს შვეიცარიაში 15-16 ივნისის სამიტმა შექმნას საერთო ფრონტი გლობალური საზოგადოებისთვის, რათა წინ წაიწიოს მისი "მშვიდობის ფორმულა", რომელიც ეფუძნება რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნებს და უკრაინის 1991 წლის საზღვრების აღდგენას.
ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, მსოფლიოს რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ამჟამად დაახლოებით 100 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს კონფლიქტის მოგვარების გლობალურ ძალისხმევაში.
”რუსეთი ვეღარ შეძლებს სამიტის ჩაშლას, თუმცა ის ძალიან ცდილობს ამის გაკეთებას”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ის ზეწოლას ახდენს ლიდერებზე, ღიად ემუქრება სხვადასხვა ქვეყნებს დესტაბილიზაციით. და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმისა, რომ მსოფლიომ ძალიან დიდი დრო დაუთმო ტერორისტულ სახელმწიფოს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე თქვა, რომ უკრაინის მთავრობის, პარლამენტის და სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები მუშაობენ, რათა უზრუნველყონ მონაწილე ქვეყნების მაქსიმალური რაოდენობა და სამიტი "ნამდვილად ეფექტური იყოს რეალური მშვიდობის დასაახლოებლად".
შვეიცარიამ, რომელიც ამ სამიტის მასპინძელია, რუსეთი არ მაიწვია სამიტზე, მოსკოვი კი მისი მონაწილეობის გარეშე ღონისძიების გამართვას აზრსმოკლებულად მიიჩნევს.