„გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 5000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა. გასულ წელსვე, ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად აიკრძალა ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების კუთხითაც წარმატებული იყო. არსებულ მონიტორინგის ქსელს დაემატა 9 ახალი სადგური და დღეის მდგომარეობით უკვე 18 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური გვაქვს. 2026 წლამდე სადგურების რაოდენობის 27-მდე გაიზრდება და საქართველოს ექნება სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა.