უკრაინამ და პორტუგალიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
აღნიშნული შეთანხმება ლისაბონში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, ლუის მონტენეგროს შორის გაფორმდა.
შეთანხმების თანახმად, პორტუგალია უკრაინას მიმდინარე წელს, სულ მცირე, 126 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ზელენსკი პორტუგალიაში ესპანეთიდან ჩავიდა, სადაც ასევე ხელი მოეწერა უკრაინასა და ესპანეთშ შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას.
მანამდე ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება უკრაინასთან გააფორმეს ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დანიამ, კანადამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ფინეთმა, ლატვამ დაბელგიამ.