28 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.67 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7847 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.37 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0295 ლარი გახდა.
2.79 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5577 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.65 თეთრი შეადგინა.
დღეს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი გამოიტანა გასაყიდად საიდანაც ბაზარზე 48.7 მილიონი გაიყიდა.