აზერბაიჯანის მძიმე დანაშაულებათა სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა საქართველოს მოქალაქის ნაიზიმ აჯალოვის წინააღმდეგ. აჯალოვს ბრალი ედებოდა განზრახ მკვლელობაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აჯალოვი დამნაშავედ ცნეს და მას 15 წლით თავსუფლების აღკვეთა მიესაჯა. სისხლის სამართლის საქმიდან ცნობილი ხდება, რომ 2003 წლის 4-8 აპრილს ბაქოს ხატაინის რაიონის მამედოვის ქუჩაზე ნაპოვნი იქნა მამაკაცისა და ქალის დამწვარი ცხედრები.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ მოკლულები იყვნენ ტამინ ასკეროვი 1980 წელს დაბადებული და მისი დედა გიოიჩიაკ ასკეროვა 1957 წელს დაბადებული.
მკვლელობა ჩაიდინა ნაზიმ აჯილოვმა და მისმა მეუღლემ რანა ახმედოვამ, რომელიც ამჟამად იძებნება.