ხვალ, 28 მაისს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა მხარეს დემონსტრანტები რუსული კანონის საპროტესტო აქციას გამართავენ - ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდული მოძრაობა, დაფიონი ავრცელებს.
"ხვალ 28 მაისს, ყველანი ვიკრიბებით პარლამენტის უკან, დილის 11 საათიდან!
ხვალ არის ვეტოს დაძლევის ბოლო დღე, ამიტომ ყველა ჩვენგანმა პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ ხვალინდელ აქციაზე ყოფნა.
პლენარული სხდომა დიდი ალბათობით გაიწელება მთელი დღის მანძილზე, შესაბამისად ჩვენ არ უნდა მივცეთ "რუსულ ოცნებას" მოდუნების საშუალება
თან იქონიეთ აირწინაღები და სათვალეები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ხვალინდელმა აქციამ ჩაიაროს დემოკრატიულად და მშვიდობიანად, კანონის სრული დაცვით.
ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად
შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიმტკიცე, ვიბრძოლოთ მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ". - წერია განცხადებაში.
პარლამენტთან 28 მაისს, 17:00 - საათზე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება.