„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“, - ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობით მიდიან.
ეს სწორედ ის მარშრუტია, რომელიც 105 წლის წინ, სტუდენტებმა დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერიდან წლის შემდეგ გაიარეს.
აქციაზე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები და პროფესორ-მასწავლებლები. ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.