თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს.
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 16-წლამდე გოგონათა შორის შეჯიბრებაში მედლის მოგება ორმა ქართველმა მოახერხა. 11 ტურში დაგროვებული 8.5 ქულით ვერცხლის მედალი მერი არაბიძემ დაისაკუთრა, ნაზი პაიკიძემ კი 8 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიგო.
18 წლამდე გოგონათა შორის ქეთი წაწალაშვილი გამოდიოდა და ოქროს მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. წაწალაშვილმა ბოლო ტურში შავი ფიგურებით რუსი სავინა დაამარცხა და 8.5 ქულა მოაგროვა, მაგრამ დამატებით მაჩვენებლებითი წააგო და ვერცხლის მედალი ერგო.