„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ
წარმოუდგენელი რამ ხდება,მუქარის ჯერ არნახული ხარისხი”, - წერს ნინო წოლოსანი.
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ოლივერ ვარჰეის განცხადებას. როგორც ვარჰეიმ განცხადებაში აღნიშნა: „კარგად გაცნობიერებული ქართული საზოგადოების ძალიან მძაფრი პროევროკავშირის განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ვიგრძენი, რომ პრემიერის ყურადღება მიმექცია იმ მნიშვნელობის შესახებ, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში თუნდაც ევროპაში“.