ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი", - ამის შესახებ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი წერს.
ის ადასტურებს, რომ კობახიძეს ესაუბრა.
ვარჰეი განმარტავს, ამბობს, რომ პრემიერს საზოგადოების პროევროპულ განწყობებზე, თბილისში საპროტესტო აქციებზე ესაუბრებოდა და იმის საჩვენებლად, სადამდე შეიძლება მივიდეს პოლარიზაციის მაღალ დონე, მოიყვანა სლოვაკეთის მაგალითი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე მითითებით, მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია.
როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლისთვის.
საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, მე დიდ ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამემორჩილებინა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელმაც შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროკავშირის გზა.
კარგად გაცნობიერებული ქართული საზოგადოების ძალიან მძაფრი პროევროკავშირის განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ვიგრძენი, რომ პრემიერის ყურადღება მიმექცია იმ მნიშვნელობის შესახებ, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში თუნდაც ევროპაში.
კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრული არასწორი ინტერპრეტაცია.
მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი.
ამას ვითხოვ ასევე, როგორც საქართველოს ცნობილი და აქამდე პატივცემული მეგობარი.
მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ ევროპული მომავლისკენ," - აცხადებს ვარჰეი. {ტვ პირველის თარგმანი}