მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, იმ პერიოდში თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიოსნად სახელმწიფოს წინაშე - რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, ვინც მუშაობდა საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც, მიუხედავად იმ ძალიან დიდი ზეწოლისა, იმ პერიოდში თავის საქმიანობას ახორციელებდა პირნათლად და პატიოსნად სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.