ეს კანონი თუ იქნება მიღებული ისე, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და კანონი, რომელიც "ოცნებამ" მიიღო სტანდარტებს სცდება.
„ეს დინამიკური პროცესია, ალბათ, წაიკითხეთ განცხადება, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა მიღებულ კანონს. საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი სტანდარტს მიღმაა. რაც შეეხება ევროკომისიის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ეს კანონი თუ იქნება მიღებული ისე, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას. თქვენ უნდა იყოთ სტანდარტთან შესაბამისი, თუ არადა წინ ვერ წახვალთ," - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში.