60 მილიონი დოლარი გაყიდვის მიუხედავად, 16 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 2.73 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.25 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0002 ლარი გახდა.
5.12 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4972 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.57 თეთრი შეადგინა.