ხარკოვში, რომელსაც რამდენიმე დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალები მასშტაბურად უტევენ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ ქალაქ ხარკოვში სამხედრო მეთაურების სხდომა გამართა.
ხარკოვში, რომელსაც რამდენიმე დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევენ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ ქალაქ ხარკოვში სამხედრო მეთაურების სხდომა გამართა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 16 მაისის მდგომარეობით ხარკოვის რეგიონში სიტუაცია ზოგადად კონტროლირებადია და თავდაცვის ძალები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ოკუპანტს. მაგრამ მიმართულება უკიდურესად რთულია, ამიტომ უკრაინული შენაერთები გაძლიერდებიან.
„განისაზღვრა შემდგომი მოქმედების გეგმა - როგორც ხარკოვის ოლქის რეგიონული ხელისუფლებისთვის და რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა სტრუქტურისთვის.
მოვისმინე ანგარიშები რეგიონული ხელისუფლებისგან სხვა სასაზღვრო და ფრონტის რეგიონებიდან: არსებული მდგომარეობა, ძირითადი რისკები, ძირითადი საჭიროებები. გავეცი შესაბამისი მითითებები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ხარკოვის ოლქში ქალაქ ვოლჩანსკის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდნენ და სამოქალაქო პირები მძევლად აჰყავთ. მისივე ცნობით, ერთი ადამიანი გაქცევის მცდელობისას რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. კლიმენკოს ინფორმაციით, პოლიცია ვოლჩანსკიდან მოქალაქეთა ევაკუაციას აგრძელებს.
ამასთან, ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს რუსეთის დარტყმის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 13 ადამიანი. ასევე დაზიანდა სულ მცირე 10 საცხოვრებელი სახლი. მტერმა ქალაქს ბელგოროდის ოლქიდან S-300 ტიპის რაკეტებით შეუტია.