2010 წლის საუკეთესო მეკარედ "რეალის" გუნდის კაპიტანი იკერ კასილასი დაასახელეს. აღნიშნულ რეიტინგს "ვზგლიადი" ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, პირველ სამი ადგილი იკერ კასილასმა, ჟულიო სეზარმა და პეტერ ჩეხმა დაიკავეს.
2010 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეულის რეიტინგი ასე გადანაწილდა:
1. იკერ კასილასი (რეალი) - 304 ქულა,
2. ჟულიო სეზარი (ინტერი) - 124 ქულა.
3. პეტერ ჩეხი (ჩელსი) - 56 ქულა.
4. მანუელ ნოიერი (შალკე) - 53 ქულა.
5. მარტინ ცტეკელენბურგი (აიაქსი) - 48 ქულა.
6. ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა) - 38 ქულა.
7. ფერნანდო მუსლერი (ლაციო) - 37 ქულა.
8. ედვინ ვან დერ სარი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 32 ქულა.
9. ჯანლუიდჯი ბუფონი - 28 ქულა.
10. ტიმ ჰოვარდი (ევერტონი) - 15 ქულა.