შვედეთის ქალაქ მალმეში გამართულ ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გამოვლინდა.
გამარჯვებული ქვეყანა შვეიცარია გახდა – Nemo სიმღერით The Code, რომელმაც ჯამში 591 ქულა მიიღო. კონკურსის წესებიდან გამომდინარე, მომავალი ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.
შვეიცარიელ Nemo-ს მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმაც.
მეორე ადგილზე ხორვატიის წარმომადგენელი Baby Lasagna გავიდა, ხოლო მესამეზე - უკრაინული დუეტი ალიონა ალიონა და ჯერი ჰეილი.
საქართველოს, რომელსაც ნუცა ბუზალაძე წარმოადგენდა, ჯამში 34 ქულით 21-ე ადგილზე გავიდა.
ღონისძიება პროტესტის ფონზე წარიმართა, რომელიც ღაზას სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას ეხებოდა. ქალაქ მალმეში გაიმართა მრავალრიცხვოანი საპროტესტო აქცია, სადაც კორკურსში ისრაელის მონაწილეობა გააპროტესტეს.