ავტორიტარიზმის აგონიური მდგომარეობაა, ბოლო ფაზაა, გადავიდნენ პირდაპირ ტერორზე, - ამის შესახებ გია ჯაფარიძემ გადაცემა „რეაქციაში“ მასზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
„თავდასხმა იყო მოულოდნელი, გვერდიდან, უკნიდან დამესხნენ თავს,“ - თქვა მან.
ჯაფარიძის თქმით, კამერის წინ სცემეს, არსებობს კადრები, თუმცა ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ორგანიზებულია მასზე თავდასხმა, შესაბამისად, გამოძიების იმედი არ აქვს.
ფორმაში ვარ, ძალიან კარგად, ერთხელ კი უნდა გაილახო ქვეყნისთვის, ერთხელ კი არა ბევრჯერაც ერთხელ გალახული თუ არ ხარ და რამდენჯერმე დაჭერილი შენი ქვეყნისთვის, მგონი, არ უნდა ჩაითვალო კარგ მოქალაქედ. ტვინის შერყევა მაქვს, დაჟეჟილობები, მაგრამ ეს ყველაფერი გაივლის, მაგრამ რაღაცები არ გაივლის, მათ შორის ის ღალატი არ დაავიწყდებათ, რომელსაც ჩადიან და ჩადენას აპირებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. თორემ იარები, დალურჯებები დროებითია, ღალატიო რჩება ისტორიას, იარები არ რჩება.
მეც მგონია, რომ ეს არის რუსული სტილის მაფიოზური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი, რა თქმა უნდა, ესეც არის ავტორიტარული რეჟიმის დეფინიციაში,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.