ამ ყველაფერს აორგანიზებს 83 ღორიდან ერთ-ერთი - დიტო სამხარაძე - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ეხმიანება ბოლო რამდენიმე საათში მომხდარ თავდასხმებს.
„ამ ყველაფერს აორგანიზებს 83 ღორიდან ერთ-ერთი - დიტო სამხარაძე.
9 პუნქტი და უვიზო კი არა, ევროკავშირში უბრალოდ აღარ შეუშვათ ამ 83 ღორის ოჯახების არცერთი წევრი (ეს ევროკავშირს)!
ქართველი ხალხი ვდგავართ გარეთ და ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს რუსეთისგან! - ასე გავაგრძელებთ!
ვისაც ქართული დემოკრატიის რეალურად დახმარება გსურთ, იძულებული გახადეთ ქართული ბანკები, ანგარიშები დაუხურონ ამ 83 ღორს (ეს ამერიკას).
ეს ნამდვილად დაიცავდა პროცესს ძალადობისგან და დაგვეხმარებოდა მშვიდობიან ცვლილებაში!“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წვერ დიმა ჩიქოვანზე, ზურაბ ჯაფარიძის ძმაზე, პროფესორ გია ჯაფარიძეზე, ასევე საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეზე, ლაშა ღვინიანიძეზე.