"რუსთაველი ჩვენია, 04:25", - წერს სოციალურ ქსელში "გირჩი მეტი თავისულების" ლიდერი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირის ტერიტორია დატოვეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა. მათ ჩიტაძის ქუჩისკენ გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები ბრუნდებიან.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა, პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი მომიტინგეები რამდენჯერმე დაარბიეს. წყლის ჭავლისგან, რეზინის ტყვიებისგან, მხუთავი აირისა და წიწაკის სპრეისგან, პროტესტის მონაწილეები აირწინაღებით, ფიზიოლოგიიური ხსნარით და ბარიკადებით იცავდნენ თავს.