მე საუკეთესო გაზაფხულისა და ზაფხულისთვის ვემზადებოდი, ჩემპიონატის მოლოდინში. ამის ნაცვლად მივიღე სამუშაო რიტმიდან ამოვარდნა, შფოთვა, რომ ქვეყანას დავკარგავთ, ერთ წრეზე ტრიალისგან მოგვრილი უიმედობის განცდა. რას ერჩოდნენ ჩვენს განწყობას? პასუხი გაქვთ? - ამის შესახებ ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ცოტა ხანს ყველა რომ ვდისტანცირდეთ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიისგან და ყველამ უბრალოდ, საკუთარი ყოველდღიური ყოფის ჭრილში რომ აღვიქვათ საკითხი მარტივად - ამ ერთ პროვოკაციულ კანონს, რომლის შინაარსიც მიუღებელია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, რადგან ვთვლით, რომ ის მიგვაქანებს 90-იანების წარსულში, როცა დასავლეთი ჩვენს გვერდით არ იდგა, დამატებით მოაქვს ადამიანებს შორის განხეთქილება, დაყოფა, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. არსებობთ ვინმე, ვისაც ნინო ლომჯარიას (სულ მისი სახელი აკერიათ პირზე მთავრობის წევრებს და ამიტომ ვასახელებ) ჯამაგირის გაკონტროლება, (რომლის კონტროლის უამრავი მექანიზმი ისედაც აქვს სახელმწიფოს და დარწმუნებული ვარ, დეტალურად იციან კიდეც და "ხალხის მტრის" ძირგამომთხრელ სამქიანობას რომ ეწეოდეს, რამენაირად ამხელდნენ სხვა გზით) ამდენად გიღირთ?
პირადად მე საუკეთესო გაზაფხულისა და ზაფხულისთვის ვემზადებოდი, ჩემპიონატის მოლოდინში. ამის ნაცვლად მივიღე სამუშაო რიტმიდან ამოვარდნა, შფოთვა, რომ ქვეყანას დავკარგავთ, ერთ წრეზე ტრიალისგან მოგვრილი უიმედობის განცდა. რას ერჩოდნენ ჩვენს განწყობას? პასუხი გაქვთ?“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.