უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს ეშინია უკრაინის, რადგან ის თავდაჯერებული არ არის. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„დამიჯერეთ, პუტინს ძალიან ეშინია ჩვენი, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ის საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის. დიდი არმიის მქონე, დიდი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი, არ ემუქრება მსოფლიოს. ბირთვული იარაღის მქონე ადამიანები საფრთხეს არ უქმნიან დედამიწას, ყველა ცოცხალ არსებას, ამიტომ, ჩემთვის ამ ტიპის ფსიქოტიპი აბსოლუტურად ნათელია და ამის გაგებით, ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ ჩვენს პოზიციაზე.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაღლილობის მიუხედავად, უკრაინელები არ აპირებენ დანებებას და კაპიტულაციას რუსეთის წინაშე.
„უკრაინის რწმენა არ გამქრალა, ხალხის რწმენა შეიარაღებული ძალებისადმი არსად წასულა. რაც შეხება დაღლილობას, არ მოგატყუებთ - ის მართლაც არის. მაგრამ ამას შესაძლოა განსხვავებულად შეხედო. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. მაშინაც კი, როცა სამსახურში მიდიხარ, რომელიც გიყვარს, საღამოს მაინც დაღლილი ბრუნდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დილით სამსახურში არ წახვალ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არ იტყვიან უარს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე და დაიცავენ თავიანთ ღირებულებებს.
„ჩვენ არ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - ეს არის ნარატივები, რომლებიც მოდის რუსეთიდან, რომ უკრაინაში ყველაფერი ცუდადაა და ინიციატივა რუსების ხელშია. ეს ასე არ არის, რუსების ხელშია იარაღი, რომელიც დღეს იმაზე მეტია, ვიდრე ის რაოდენობა, რაც არის ჩვენი სამხედროების ხელში.
მაგრამ ეს ისეთი მომენტია ახლა, ადვილი არ არის. ყველა დახმარებას კენჭი ეყრება, ნაბიჯ-ნაბიჯ, იარაღი დაბრუნდება. ჩვენ არა მხოლოდ ამის იმედი გვექნება, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველაფრისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ რუსეთისთვის, უკრაინისგან განსხვავებით, „ხალხი არ არის მნიშვნელოვანი, მათთვის მნიშვნელოვანია გამარჯვებები და არა რუსეთი, მათ პუტინის გამარჯვებები სჭირდებათ“.
პუტინისთვის კი გამარჯვება "საბჭოთა კავშირის აღდგენაა სხვა ხალხებისა და სხვა დამოუკიდებელი ქვეყნების განადგურებით.
ამიტომ, უკრაინა უკან დახევას არ აპირებს და ვნახოთ, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ტექნოლოგიები, ჩვენ ვიბრძვით, რომ პარტნიორებისგან მომარაგება მივიღოთ. მარტივად არაფერი გამოდის, თუმცა ხელებს არავინ ჩამოუშვებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.