საზოგადოების ნაწილი არის, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენ რეალურად რაღაცას ვაშავებთ და ევროპასთან ურთიერთობას ვიფუჭებთ. არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც უნდა, ამ ხალხის მისწრაფება გამოიყენოს ძალიან კონკრეტული თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რადიკალიზაციისთვის და მრავალჯერ არშემდგარი რევოლუციის ხელახლა გასამეორებლად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.’“
„საქართველოში აზრის გამოხატვის უფლება აქვს ყველას. მათ შორის, აზრის გამოხატვის უფლება აქვს იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. რაც შეეხება კანონს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს არის ქართული კანონი, საქართველოს ინტერესებზე მორგებული ევროპის ყველაზე საუკეთესო სტანდარტების გათვალისწინებით. ამიტომ ყველას ვეუბნებით, რომ თუ გინდათ თქვენ რეალურად გაარკვიოთ ამ კანონის რაობა, კანონზე ილაპარაკეთ, თუ გინდათ, რომ ეს გამოიყენოთ „ნაციონალური“ რევანშისთვის, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, თქვენი საქმეა და არ გამოგადგებათ, - ამბობს ქადაგიშვილი.