"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან განცხადებები გააკეთეს და მოქალაქეებს დღეს პარლამენტთან შეკრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ რუსულ კანონზე მხარდაჭერით დღეს 83-მა დეპუტატმა თავად შექმნა აგენტების სია.
„აგენტების კანონი და რუსულ კანონზე ხმის მიცემით თავად შექმნა რუსეთის აგენტების სია და ამ სიაში დღეს გაფორმდა ივანიშვილი და მისი 83 დეპუტატი. თვითლუსტრაცია მოახდინეს, ეს 83 ადამიანი არის რუსეთის აგენტების რეესტრი. ბრძოლა გრძელდება, მანამ, სანამ არ იქნება გარანტირებული საქართველოს ევროპული მომავალი, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, დღეს 7 საათზე პარლამენტთან დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი”, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მოქალაქეებს.