ბიჭებმა რომ დაწერეს, ფეხბურთელებმა, აბა, რა უნდა ქნან, ნუ ჩარევთ, ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია, საერთო ღირებულებები, საერთო ეროვნული ინტერესია, მაინც უტევენ ამ დღეების განმავლობაში, ამ ბიჭებმა დაწერეს და რა ქნა „ნაცმოძრაობის“ არხმა, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა „მშვიდობა“ ამოუღეს, რა ეჭვებში, ავადმყოფობაში არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია.
„წარმოიდგინეთ, სიტყვა „მშვიდობას“ ხშირად „ქართული ოცნება“ ახსენებს და ამ ბიჭებმა რომ ახსენეს, დანარჩენი საერთო ტრენდში ჩაჯდა, მაგრამ ეს არ ვარგაო და გაუყალბეს. ევროპაშია საქართველოს ადგილი, აბა, სად არის. რამე რომ მოხდეს, როგორც ხდებოდა, ესენი გავარდებიან წითელ ხიდზე, ჩვენ უნდა შევაკვდეთ სათითაოდ. აქ რომ კაცობენ რაღაცებს. ესენი დარბიან დღემდე რუსებში. ბოლოს ვინც გავიდა აქედან და იძახა, მოღალატეებიო, მახსოვს, კრემლის კადრებიდან ეს ქალი. პუტინთან შეხვედრიდან მახსოვს და რუსებოო, ჩვენ გვეძახის. პარადოქსია. ზოგიერთი ჩვენგანი შავ სიაში რომ ვყავართ შეყვანილი რაღაცების გამო. აღარ მინდა, გავაგრძელო“, – განაცხადა მდინარაძემ.