პარლამენტთან „უცხოური განვლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია 17 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება. საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა და კანონის პირველი მოსმენით განხილვა სწორედ 12:00 საათზე გაგრძელდება.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეების ნაწილი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე ამ დრომდე იმყოფებიან.
ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, პარლამენტთან დღეს გამართულ აქციაზე სამართალდამცველების მიერ 11 პირი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.