საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აქციაზე ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს მედიის წარმომადგნლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.
"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების - პუბლიკას, ტაბულასა და აპრილის ჟურნალისტებს - ალექსნდრე ქევხიშვილს, გიორგი ბადრიძესა და გიორგი ბასხაჯაურს.
საერთაშოისო გამჭვირვალობა-საქართველო შეახსენებს სამართალდამცველ უწყებებს, რომ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვენებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა, ასევე უზრუნველყოს მედიის წარმომადგნელბისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო" - წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”.
მედიის ცნობით, აქციის გაშუქებისას სცემეს ტაბულას, პუბლიკასა და აპრილის ჟურნალისტებს.